შენ ბიზნესზე, IT ჩვენზე.

Rando შენი IT პარტნიორია.ვქმნით საიტსვანახლებთვაუმჯობესებთვაკვირდებით

ჩვენი ისტორია

Rando ჩვენი საჭიროებიდან დაიწყო. საიტი გვჭირდებოდა და პირველად სხვას მივანდეთ: Upwork-ზე ჯერ ერთი კომპანია ავიყვანეთ, მერე მეორე. ფული იხარჯებოდა, დრო გადიოდა, პროექტი კი არ სრულდებოდა. შემდეგ ქართული კომპანია ავიყვანეთ, რომელმაც ორი თვის სამუშაო ერთ წელიწადზე გაგვიწელა, და შედეგით მაინც ვერ დავკმაყოფილდით.

საქართველოში ბევრი საიტი მიტოვებულია: არავინ ანახლებს, ნელია, თავდასხმების წინაშე დაუცველია და დროს ჩამორჩება. თუ გინდა, რომ შენი საიტი განაახლო, დეველოპერი უნდა მოძებნო, მაგრამ ის ხან არის, ხან არა, სხვა კი ან არ იღებს ძველ პროექტს, ან ძალიან ძვირს ითხოვს. აქედან მივხვდით, რომ ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს, და მისი გადაჭრის გზებზე დავიწყეთ ფიქრი. ასე გაჩნდა Rando.

დღეს თანამედროვე ინსტრუმენტებით საქმე გაცილებით სწრაფად კეთდება, ვიდრე ადრე. სწორედ ამიტომ შეიძლება არსებობდეს საიტი სააბონენტო გადახდით, ისე, რომ ჰოსტინგზე, სერვერებზე, განახლებებზე და ბლოგებზე აღარ ინერვიულო. Rando 2026 წლის იანვრიდან მუშაობს და მალევე მივხვდით, რომ მხოლოდ საიტი საკმარისი არ არის. რეკლამის გარეშე საიტზე არავინ მოვა, SEO-ს გარეშე ვერავინ იპოვის. ასე დაემატა SEO, Google Ads, Facebook და Instagram რეკლამა და კონტენტი.

გზა, რომელიც ავირჩიეთ, მარტივი არ არის. მომხმარებელს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს ჩვენი სერვისით სარგებლობა, ამიტომ კარგი საიტი და ჩვენი პარტნიორის განვითარება ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე მისთვის. მოკლედ, ერთ ნავში ვართ.

ამიტომ ავაწყეთ საკუთარი სისტემები, რომლებიც ყოველდღე ვითარდება და ზრუნავს, რომ ყველა საიტი სწორად და უსაფრთხოდ მუშაობდეს. ყოველი გაუმჯობესება ერთდროულად ყველა ჩვენს მომხმარებელს ერგება.

თვითონაც სტარტაპერები ვართ და ვიცით, რამდენად შეზღუდულია ბიუჯეტი დასაწყისში, ამიტომ ათასობით ლარის წინასწარ გადახდა არ გიწევს: იხდი თვიურად სერვისში, ტესტავ და იზრდები ჩვენთან ერთად. ნაყიდ საიტსაც მოვლა და პატრონობა სჭირდება: რაღაც ფუჭდება, ტექნოლოგია ძველდება, დაუცველ საიტს კი ადრე თუ გვიან გატეხავენ. ჩვენთან ეს ყველაფერი გამოწერაში შედის.

ყველაფერი ერთ ადგილას

პაკეტით დაზოგავ: რეკლამაზე 190 ₾-მდე თვეში, საიტზე წლიური გადახდით 1 თვე უფასოა.

როგორ ვმუშაობთ

  1. 1

    გაცნობა

    მოკლე განაცხადი, 5 წუთი.

  2. 2

    აწყობა

    ვქმნით საიტს და ვუშვებთ.

  3. 3

    მხარდაჭერა

    ყოველი ცვლილება ჩვენზეა.

  4. 4

    ზრდა

    რეკლამა, SEO, ავტომატიზაცია.

ჩვენ ვართ ქართული ბიზნესის ციფრული პარტნიორი.

ადამიანები Rando-ს უკან

  • ვახო ჩიტიშვილითანადამფუძნებელი, CEO
  • რატი გიგაურითანადამფუძნებელი, CTO
  • დავით სუხიაშვილიდეველოპერი
  • ნიკითა სტეფნაზეპროგრამისტი
  • მარიამ ტურიაშვილიმომხმარებელთა მხარდაჭერა
  • შოთა ქორიძეგაყიდვების მენეჯერი
  • თემო მიქაძერეკლამისა და SEO სპეციალისტი
  • ლევან სეხნიაშვილივიდეო მონტაჟი

კონტაქტი

ტელეფონი
+995 550 50 61 03
ელფოსტა
info@rando.ge
ოფისი
ალიო მირცხულავას 9/11, თბილისი
სამუშაო საათები
ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00 საათიდან 20:00 საათამდე

მოდი, ვიყოთ პარტნიორები

მოგვწერე და 1 სამუშაო დღეში გიპასუხებთ. info@rando.ge · +995 550 50 61 03