დახმარება და ინსტრუქციები
როგორ წავშალო ბარათი ანგარიშიდან
შენახული ბარათის წაშლა 4 ნაბიჯში ხდება, ჩვენთან დაკავშირება არ არის საჭირო.
1შედი შენს ანგარიშში
თუ ჯერ არ ხარ ავტორიზებული, გაიარე ავტორიზაცია შესვლა, იმავე ელფოსტითა და პაროლით, რომლითაც დარეგისტრირდი.

2დააჭირე „კაბინეტ“-ს
ზედა მენიუში, მარჯვენა კუთხეში, დააჭირე ღილაკს „კაბინეტი“, რის შედეგათაც გადახვალ ჩემს კაბინეტში.

3ჩამოდი ქვემოთ, „ბარათები“-ის სექციამდე და დააჭირე „მართვა“-ს
კაბინეტში ჩამოასქროლე გვერდი, სანამ არ დაინახავ სექციას „ბარათები“, და დააჭირე ღილაკს „მართვა“.

4აირჩიე ბარათი და დააჭირე „წაშლა“-ს
გვერდზე „შენახული ბარათები“ ნახავ ყველა ბარათს, რომელიც გაქვს შენახული. მოძებნე ის, რომლის წაშლაც გინდა, დააჭირე გვერდით მდებარე ღილაკს „წაშლა“ და დაადასტურე. ბარათი მაშინვე იშლება.

რა ხდება ბარათის წაშლის შემდეგ
- ბარათის მონაცემები იშლება ჩვენი სისტემიდან და ინვოისს ერთი დაჭერით ვეღარ გადაიხდი, გადახდა ხელით ან სხვა ბარათით მოგიწევს.
- ბარათის დამატება ნებისმიერ დროს შეგიძლია იმავე გვერდიდან.
აქტიური ბარათის წაშლა
სისტემა არ წაგაშლევინებთ აქტიურ ბარათს. იმისთვის რომ აქტიური ბარათი წაშალო, უნდა გააუქმო გამოწერა ან შეცვალო ბარათი.
- ბარათის შეცვლა - ბარათის შესაცვლელად, უნდა დაამატო კაბინეტში ახალი ბარათი, შემდეგ კი გამოწერის გვერდზე დააჭირო ღილაკს „ბარათის შეცვლა“ და აირჩიო ახალი ბარათი.
- გამოწერის გაუქმება - გამოწერის გაუქმების შემდეგ ბარათის წაშლა თავისუფლად შეგიძლია. ბარათის წაშლის ინსტრუქცია ქვემოთ არის მოცემული.
როგორ გავაუქმო გამოწერა
გამოწერის გაუქმებაც 4 ნაბიჯში ხდება, ჩვენთან დაკავშირება არ არის საჭირო.
1შედი შენს ანგარიშში
თუ ჯერ არ ხარ ავტორიზებული, გაიარე ავტორიზაცია შესვლა, იმავე ელფოსტითა და პაროლით, რომლითაც დარეგისტრირდი.

2დააჭირე „კაბინეტ“-ს
ზედა მენიუში, მარჯვენა კუთხეში, დააჭირე ღილაკს „კაბინეტი“, რის შედეგათაც გადახვალ ჩემს კაბინეტში.

3იპოვე გამოწერის ბლოკი და დააჭირე „დეტალები და გაუქმება“-ს
კაბინეტში, გამოწერის ბლოკში, დააჭირე ღილაკს „დეტალები და გაუქმება“, გადახვალ ამ გამოწერის გვერდზე.
4დააჭირე „გამოწერის გაუქმება“-ს და დაადასტურე
გვერდის ბოლოს დააჭირე ღილაკს „გამოწერის გაუქმება“ და დაადასტურე. ავტომატური ჩამოჭრა მაშინვე ჩერდება.
რა ხდება გამოწერის გაუქმების შემდეგ
- ბარათს ავტომატურად აღარაფერი ჩამოეჭრება.
- ბარათის წაშლა ამის შემდეგ იქნება შესაძლებელია, გამოწერა აღარ არის აქტიური, ამიტომ შენახული ბარათების გვერდზე „წაშლა“ უკვე იმუშავებს.
- გამოწერის თავიდან გააქტიურებისთვის მოგვწერე info@rando.ge.
დამატებითი კითხვები
გადახდებთან და გამოწერასთან დაკავშირებული პირობები აღწერილია მომსახურების პირობებში და დაბრუნების პოლიტიკაში. სხვა შემთხვევაში დაგვიკავშირდი კონტაქტის გვერდიდან ან მოგვწერე info@rando.ge.